"2014 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება" - კვირის პალიტრა

"2014 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება"

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2014 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი იქნება. "ჩვენ ველოდებით ამერიკელ, ევროპელ და ისრაელელ ინვესტორებს. ამრიგად, ველოდებით 5-6%-იან ზრდას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. პრემიერმა დავით კეზერაშვილზეც ისაუბრა. "რამდენიმე კვირის წინ მედიაში იპოვეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პირი ფლობს კომპანიას, რომლის მოგებაც შეადგენს მილიარდ, მილიარდ-ნახევარ დოლარს. საინტერესოა, საიდან იშოვეს მათ ეს თანხა ამ წლების განმავლობაში საქართველოში?", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლებისადმი რეალობას არ შეესაბამება. "მაგალითად, არის ყოფილი მერის, უგულავას, წინააღმდეგ პროცესი, რომელზეც ამბობენ, რომ მოიპარა 50 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით 25 მილიონი ევროა. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს, უნდა შევისწავლოთ თუ არა ეს საქმე? რასაკვირველია, უნდა შევისწავლოთ, რადგან ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა", - განაცხადა პრემიერმა.