ივანიშვილის შეკითხვა არასამთავრობოებს
17-02-2014
ივანიშვილის შეკითხვა არასამთავრობოებს
ბიძინა ივანიშვილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა აზრითაც მის მიერ დაფუძნებულ "მოქალაქეს" ხელისუფლების გაკრიტიკება გაუჭირდება, შეკითხვით მიმართავს: "არც ერთი არ ჩანდა ისეთი, რომ პოზიტიურად მიეღო სამოქალაქო  სექტორში ჩემი შემოსვლა, ამბობდნენ, ეს ხელისუფლებას არ აკრიტიკებს და აბა, რისთვის მოვიდაო.  არადა, ჩემს გამოსვლაში ღარიბაშვილსაც შევეხე, ბორდთან დაკავშირებითაც ვთქვი ცუდი რაც იყო. ყველა მიმართულებით ჩანდა ჩემი დამოკიდებულება. კრიტიკული რაც იყო, ის გავიზიარე, თუმცა ყველაფერი ეს გადაფარეს. მე მაქვს შეკითხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან: "ეს
სექტორი ასე თავისუფლად იყო და წინა ხელისუფლებას მათზე გავლენა არ მოუხდენია? ესენი ობიექტურ პოზიციას ამჟღავნებდნენ, ახლა მე რომ შემახსენებენ, რომ ხელისუფლების კრიტიკა მევალება. ისინი ამას იმ დროს კარგად აკეთებდნენ? "ძალიან სოლიდურებს" შევახსენებ, მარტო 26 მაისის შემდეგ მათი განცხადებები კორექტული იყო?" ივანიშვილის  განმარტებით, გაკონტროლება არ ნიშნავს
მხოლოდ კრიტიკას. "თუ მათ ჰგონიათ, რომ მხოლოდ უნდა "ვურტყათ" და ვაკრიტიკოთ ხელისუფლება,  ეს არასწორია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჯანსაღ ხელისუფლებას ვერ მივიღებთ. თუ გინდა ობიექტური იყო, კარგზე კარგი უნდა თქვა, ცუდზე - ცუდი", - დასძინა ივანიშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით