"უნდა ვმადლობდეთ უფალს ყველაფრისთვის"
17-02-2014
"უნდა ვმადლობდეთ უფალს ყველაფრისთვის"
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  ილია II-მ ქადაგებისას ბრძანა, რომ ხშირად ადამიანი დანაშაულს სჩადის, მაგრამ ამას ვერ გრძნობს. პატრიარქის თქმით, საკუთარი ცოდვების განცდა ერთადერთი გზაა სასუფევლისკენ. "ლოცვაში წერია, უფალო, მოგვანიჭე განცდაი თვისა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, ეს არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ. ღმერთმა მოგვანიჭოს განცდაი თვისა ცოდვათა. მადლით აავსოს თქვენი გული, სული და ხორცი, ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს უფალმა. ჩვენ უნდა ვმადლობდეთ უფალს ყველაფრისთვის, იმ სიხარულის, მწუხარების თუ განსაცდელისთვის,
რასაც გვიგზავნის. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი განსაცდელს გვაძლევს, რათა სულიერად გავძლიერდეთ", - ბრძანა უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით