"ქართუ" სამინისტროებს გრანტს გამოუყოფს - კვირის პალიტრა

"ქართუ" სამინისტროებს გრანტს გამოუყოფს

ფონდი "ქართუ" განათლების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლებს ამიერიდან შესაბამისი სამინისტროების მეშვეობით დააფინანსებს. ფონდის იურისტის, ნინო კიკნაძის განმარტებით, აღნიშნული მიზნით ფონდი განათლების, სპორტის და კულტურის სამინისტროებს გრანტს გამოუყოფს. "ყველა, ვინც ფონდისგან დახმარებას იღებდა, ამიერიდან თანხას განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროებისგან მიიღებს. ასე რომ, ფონდი დაფინანსების პროგრამას აგრძელებს, თუმცა ხელშეკრულების მეორე მხარე ამიერიდან ხდება შესაბამისი სამინისტრო", - განაცხადა "ქართუს" იურისტმა.