ქართველი ჯარისკაცები აფრიკაში მიდიან - კვირის პალიტრა

ქართველი ჯარისკაცები აფრიკაში მიდიან

პარლამენტი 106 ხმით 1-ის წინააღმდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ასეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნას დათანხმდა. ქართველი სამხედროები ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც საფრანგეთი ხელმძღვანელობს. ქართველი ჯარისკაცები აფრიკაში მაისში გაემგზავრებიან და სავარაუდოდ, 6 თვის განმავლობაში დარჩებიან. ცენტრალურ აფრიკაში სამოქალაქო ომის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 800 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.