მერაბიშვილს 5 წელი მიესაჯა - კვირის პალიტრა

მერაბიშვილს 5 წელი მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ფიქტიური დასაქმების საქმეზე ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს ჯარიმის სახით 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. "ნაციონალებმა" სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური დევნის გაგრძელება უწოდეს. "მოსამართლემ ვერ გაუძლო ხელისუფლების წნეხს, ეს აბსოლუტურად აშკარაა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზეც პასუხს აგებს დღევანდელი ხელისუფლება. ეს მათ დაუჯდებათ პოლიტიკურად ძალიან ძვირი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).