"უგულავას იმუნიტეტი სურს" - კვირის პალიტრა

"უგულავას იმუნიტეტი სურს"

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძის განცხადებით, გიგი უგულავა არ აპირებს თბილისის მერად საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას, თუმცა დაგეგმილი აქვს, საკრებულოს დეპუტატად იყაროს კენჭი. მისი თქმით, ამით გიგი უგულავას სურს სამომავლოდ პოლიტიკური იმუნიტეტის მიღება, რადგან თუკი მის მიმართ თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, უგულავა ეცდება, ეს პროცესი პოლიტიკურ დევნად შერაცხოს. მერიამ ქავთარაძის განცხადებას სიცრუე უწოდა.