გაჩეჩილაძემ უმრავლესობა დატოვა
"მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. "ვტოვებ უმრავლესობას, რადგან დამოკიდებულება ჩემი პარტიის მიმართ ძალიან ცუდია. უმრავლესობაში "მწვანეთა პარტიის" იდეებისა და აზრების გათვალისწინება არ ხდება", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. გია გაჩეჩილაძეს უმრავლესობის ლიდერების მიმართ უკმაყოფილების გრძნობა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსების სქემაში, "მწვანეთა პარტიისთვის" თანხის გამოყოფა არ გაითვალისწინეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).