ბოთლის სროლა პარლამენტში - კვირის პალიტრა

ბოთლის სროლა პარლამენტში

პარლამენტში, საარჩევნო კოდექსის განხილვისას, უმრავლესობის წევრ გიორგი ცაგარეიშვილსა და "ნაციონალ" აკაკი ბობოხიძეს შორის ინციდენტი მოხდა. ბობოხიძე სიტყვით გამოდიოდა, დარბაზიდან კი ცაგარეიშვილმა მას შეახსენა, რომ არჩევნებს მიხეილ სააკაშვილი აყალბებდა. საპასუხოდ, ბობოხიძემ ცაგარეიშვილს "დუქნის ლომი" უწოდა. ცაგარეიშვილმა ბობოხიძეს ბოთლი ესროლა. საბოლოოდ, სიტუაცია მანდატურებმა განმუხტეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).