ღარიბაშვილის ამერიკული ვიზიტი - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილის ამერიკული ვიზიტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი სამუშაო შეხვედრებს თეთრ სახლში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში გამართავს. ღარიბაშვილი აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მიიწვია. ექსპერტების შეფასებით, პრემიერის ამერიკული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და უელსის ნატოს სამიტის წინ ვაშინგტონის მხარდაჭერის გაძლიერებას.