არჩევნები 15 ივნისს გაიმართება - კვირის პალიტრა

არჩევნები 15 ივნისს გაიმართება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, არჩევნებში 50%-იანი ბარიერი იქნება, როგორც ამას არასაპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა. თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსი კიდევ უფრო დასახვეწია, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ხარვეზებით ჩატარდება. "ოპოზიციის სურვილები არასოდეს დამთავრდება. მათ უნდათ, რომ ჩვენც წავიდეთ სახლებში და დავუთმოთ ადგილები, მაგრამ ასე არ გამოვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).