მონსერატ კაბალიემ საქართველოს პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა - კვირის პალიტრა

მონსერატ კაბალიემ საქართველოს პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა

4 იანვარს, მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავმა მონსერატ კაბალიემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია

მეორეს ესპანეთიდან დაბადების დღე მიულოცა.

ვიდეომიმართვაში, რომელიც მონსერატ კაბალიემ საქართველოს პატრიარქს გამოუგზავნა, ნათქვამია: - "თქვენო უწმიდესობავ, სრულიად საქართველოსა და მსოფლიო სულების პატრიარქო, ნება მიბოძეთ, ასე მოგმართოთ, გილოცავთ და მრავალს დაესწარით, რათა მრავალჯერ შეგვეძლოს თქვენთვის  დაბადების დღის მოლოცვა".

მონსერატ კაბალიე მადლობას უხდის პატრიარქს საქველმოქმედო ფონდ ""იავნანა-არტ" -ის დალოცვისთვის, რომელიც მომღერალმა პაატა ბურჭულაძესთან ერთად დააარსა.

მონსერატ კაბალიე აღნიშნავს, რომ უდიდეს პატივისცემას  და მოწიწებას განიცდის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი: ""ხატი, რომელიც წმინდა სამების ტაძარში გადმომეცით, ჩემს ოთახში დავაბრძანე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ მეგობრობისთვის, მინდა იცოდეთ, ნებისმიერ დროს, როცა კი დაგჭირდებით, ჩემი სახით თქვენ და მთელ თქვენს ქვეყანას გყავთ ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდით დაგიდგებათ. მინდა, საქართველოს სიყვარული და მშვიდობა ვუსურვო 2010 წელს".

პატრიარქს 4 იანვარს 77 წელი შეუსრულდა.