მონსერატ კაბალიემ საქართველოს პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა
4 იანვარს, მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავმა მონსერატ კაბალიემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია
მეორეს ესპანეთიდან დაბადების დღე მიულოცა.  
ვიდეომიმართვაში, რომელიც მონსერატ კაბალიემ საქართველოს პატრიარქს გამოუგზავნა, ნათქვამია: - "თქვენო უწმიდესობავ, სრულიად საქართველოსა და მსოფლიო სულების პატრიარქო, ნება მიბოძეთ, ასე მოგმართოთ, გილოცავთ და მრავალს დაესწარით, რათა მრავალჯერ შეგვეძლოს თქვენთვის  დაბადების დღის მოლოცვა".  
მონსერატ კაბალიე მადლობას უხდის პატრიარქს საქველმოქმედო ფონდ ""იავნანა-არტ" -ის დალოცვისთვის, რომელიც მომღერალმა პაატა ბურჭულაძესთან ერთად დააარსა.
   
მონსერატ კაბალიე აღნიშნავს, რომ უდიდეს პატივისცემას  და მოწიწებას განიცდის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი: ""ხატი, რომელიც წმინდა სამების ტაძარში გადმომეცით, ჩემს ოთახში დავაბრძანე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ მეგობრობისთვის, მინდა იცოდეთ, ნებისმიერ დროს, როცა კი დაგჭირდებით, ჩემი სახით თქვენ და მთელ თქვენს ქვეყანას გყავთ ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდით
დაგიდგებათ. მინდა, საქართველოს სიყვარული და მშვიდობა ვუსურვო 2010 წელს".
პატრიარქს 4 იანვარს 77 წელი შეუსრულდა.
machabeli
09 იანვარი 2010 20:42
დიდი პატივისცემის ღირსია ეს მომღერალი, რადგან იმით, რაც ღმერთმა მისცა(არაჩევულებრივი ხმა), მხოლოდ სიკეთეს ემსახურება.

ღმერთმა დალოცოს ამისთვის.


ზოგი ღმერთისგან ნაჩუქარ უნარს ბოროტების მსახურებაში ხარჯავს და არც იცის, ამით როგორ ანრისხებს უფალს................
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები