საქართველოში რუსი არქიმანდრიტი ჩამოდის - კვირის პალიტრა

საქართველოში რუსი არქიმანდრიტი ჩამოდის

რუსი სასულიერო პირი, არქიმანდრიტი ლუკინი საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოწვევით ჩამოდის. საქართველოს საპატრიარქომ

არქიმანდრიტ ლუკინის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი მრევლის მოთხოვნით, რუსეთის საპატრიარქოდან იგზავნება მღვდელმსახური, რომელიც  წმ. იოანე ღვთისმეტყველის  სახელობის ტაძარში ერთ-ერთი რიგითი მღვდელი იქნება.  ამასთანავე, საქართველოდან რუსეთში იგზავნება არქიმანდრიტი ვახტანგ  ლიპარტელიანი, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ქვეშ მოქმედ ქართულ ეკლესიაში ღვთისმსახურებას ქართულ ენაზე აღასრულებს.