"ხელისუფლება შავ პიარს გვიკეთებს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება შავ პიარს გვიკეთებს"

"ბოლო დღეებში იკვეთება ხელისუფლების მცდელობა, მის მიერ პირდაპირ თუ ირიბად მართული მედიასაშუალებების გამოყენებით "ქართული აკადემია"

წარმოაჩინოს ისეთ ორგანიზაციად, რომელიც მხარს უჭერს ხელისუფლების შეცვლას ძალადობრივი გზით; მხარს უჭერს ამა თუ იმ ფორმით რუსეთის აგრესიულ ჩარევასა თუ გავლენის მოპოვებას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც ჩანს, ხელისუფლება მისთვის ჩვეული მეთოდებით ამზადებს ნიადაგს ახალი "შეთქმულების" გამოსავლენად და ამთავითვე ეძებს გზას ყველა არასასურველი ოპონენტის ჩამოსაშორებლად", - ნათქვამია "ქართული აკადემიის" მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ "ქართული აკადემია" მხარს უჭერს ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით და ნებისმიერი დონის არჩევნების გაყალბების შემთხვევაში აკადემია მხარს დაუჭერს მწვავე საპროტესტო ღონისძიებებს.