ბურჯანაძე არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს - კვირის პალიტრა

ბურჯანაძე არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

ნინო ბურჯანაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიუღებლად მიაჩნია. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი

საქართველო"  პრინციპულად მიუღებლად თვლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ არსებულ გარემოში ჩატარებული არჩევნები არის საარჩევნო ფარსი", რომელიც მოემსახურება ხელისუფლების მიერ არადემოკრატიული გზით მოპოვებული ძალაუფლების დაკანონებას და სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას", - ნათქვამია პარტიის სპეციალურ განცხადებაში.