მანანა არჩვაძე-გამსახურდია თავშესაფარს ითხოვს - კვირის პალიტრა

მანანა არჩვაძე-გამსახურდია თავშესაფარს ითხოვს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ქვრივმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ საქართველოში გერმანიის ფედერაციული

რესპუბლიკის ელჩის პატრისია ფლორის სახელზე  განაცხადი მიიტანა, რომელშიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გერმანიაში თავშესაფარს სთხოვს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ განაცხადა, წლების განმავლობაში მისი ოჯახის მიმართ ხდება ზეწოლა, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ჰელსინკის კავშირის დეკლარაცია, გაეროს დეკლარაციის მუხლები.

მანანა არჩვაძე-გამსახურდია მიიჩნევს, რომ ამით უფრო დაეხმარება ვაჟიშვილს უცხოეთიდან. ამასთან, მისივე თქმით, თუ გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებს, საქართველოს მოქალაქეობაზე უარს არ იტყვის.