"ფოთში აეროპორტის აშენება კატეგორიულად დაუშვებელია" - კვირის პალიტრა

"ფოთში აეროპორტის აშენება კატეგორიულად დაუშვებელია"

ფოთში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დავის საგანი ხდება.

მეცნიერები, ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მწვავე შეფასებებს აკეთებენ. ეკოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს ანზორ ტყებუჩავას განცხადებით, კოლხეთის ეროვნული პარკის მახლობლად, დიდი მასშტაბის მქონე აეროპორტის მშენებლობა დაუშვებელია.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ  ეს პარკი გადამფრენი ფრინველების აფრიკა-ევრაზიის გზის მნიშვნელოვანი პუნქტია და მშენებლობის დაწყება ამ უნიკალურ ეკოსისტემას ძირეულად დაარღვევს. ამ არგუმენტებს არ იზიარებს კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,არგომედია"'' კი, საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმართვის ტექსტის გაგზავნას გეგმავს. ,,არგომედიის"'' თავმჯდომარის, ირაკლი აბსანძისთვის გაუგებარია, რა საჭიროა ახალი აეროპორტის მშენებლობა, როცა ერთი საათის საფრენ რადიუსში 3 აეროპორტია, - ბათუმის, სენაკისა და კოპიტნარის, რომლებიც, მისივე თქმით, აბსოლუტურად დაუტვირთავია.