ენერგეტიკის სამინისტროს ყოფილი შენობიდან დევნილები გამოასახლეს - კვირის პალიტრა

ენერგეტიკის სამინისტროს ყოფილი შენობიდან დევნილები გამოასახლეს

ენერგეტიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 37 ოჯახი უკვე ერთი წელია ცხოვრობს. დევნილები

აცხადებენ, რომ გამოსახლების შესახებ მათ მხოლოდ ერთი დღით ადრე შეატყობინეს და ისიც კი არ იციან, თუ სად უნდა გადაიყვანონ. მათივე ინფორმაციით, შევსებული აქვთ განცხადებები საკომპენსაციო თანხის მიღების შესახებ, თუმცა, ამას გამოხმაურება არ მოჰყოლია.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლის, შალვა ქელბაქიანის განცხადებით, სულ 43 ობიექტია, სადაც გამოთავისუფლებული ადგილებია. ეს ობიექტები შესულია "გამოზამთრების პროგრამაში", სადაც დევნილები საბოლოო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე დარჩებიან. დევნილებს შესასახლებლად 5 ობიექტი შესთავაზეს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა განაცხადა, რომ დევნილების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.