მერაბიშვილის განაჩენს ჩხუბი მოჰყვა
03-03-2014
მერაბიშვილის განაჩენს ჩხუბი მოჰყვა
საქალაქო სასამართლომ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით  პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის  პირის მიერ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. სასამართლოსთან განაჩენის გამოცხადებას ელოდებოდნენ როგორც მერაბიშვილის მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათ შორის ხელჩართული ჩხუბი ატყდა. პოლიციამ ჩხუბის ხუთი მონაწილე დააკავა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).


რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?