უარი კეზერაშვილის ექსტრადირებაზე - კვირის პალიტრა

უარი კეზერაშვილის ექსტრადირებაზე

27 თებერვალს საფრანგეთის ექს-ან-პროვანსის სასამართლომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის, ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.   სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა: "ძალიან ვწუხვარ, რომ ფრანგი მოსამართლე აღმოჩნდა ისეთი უთანასწორო პირობების წინაშე, როგორიც იყო, ერთი  მხრივ, კეზერაშვილის ძვირად ღირებული ადვოკატი და მეორე მხრივ, ფრანგი პროკურორი, რომელმაც, როგორც ჩანს, ძვირად ღირებულ ადვოკატს ღირსეული და სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია.   ფრანგ პროკურორს ქართველი სამართალდამცველების სახელით ევალებოდა, დაეცვა ჩვენი ინტერესი". საქართველოში დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ორი საქმეა აღძრული,  ერთი კონტრაბანდული სპირტის საქმეა, მეორე კი ტელეკომპანია "იმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად.