კვიციანი დაბრუნდა
03-03-2014
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მას ნათესავები და ახლობლები დახვდნენ. მათი განცხადებით, კვიციანი გმირი და პოლიტიკური დევნილია. სამართალდამცველებმა ის აეროპორტშივე დააკავეს, გლდანის ციხეში გადაიყვანეს და დაჰკითხეს. ემზარ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით