"უგულავას ნერვებმა უმტყუნა" - კვირის პალიტრა

"უგულავას ნერვებმა უმტყუნა"

გიგი უგულავას მტკიცებით, ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც კახი კალაძე მიხეილ სააკაშვილის მტერი გახდა ის არის, რომ ნახევარ ფასში მიწების მიყიდვაზე უარი უთხრეს.

"თუ დღეს სადმე არის დევნილებისთვის დაუკანონებელი სახლი სწორედ კალაძის საკუთრებაა. თუ დღეს სადმე ყველაზე ცუდად ცხოვრობენ დევნილები, ეს სასტუმრო "უშბაა". მას საკმაოდ დიდი ქონება აქვს იმისთვის, რომ ან დევნილებს მისცეს, ან სხვაგან გადაიყვანოს ისინი", - განაცხადა უგულავამ. კახი კალაძის თქმით, სააკაშვილი და უგულავა სასტუმრო "უშბაში" შესახლებული ლტოლვილების "გამოყრას" სთხოვდნენ, თუმცა ეს არ შეასრულა. "არ ღირს უგულავასთვის პასუხის გაცემა, ვინაიდან ადამიანურად მესმის მისი,– მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს და ცხადია, ცდილობს რაღაცას მოეჭიდოს, რაღაცაზე ყურადღება გადაიტანოს... ნერვებმაც უმტყუნა... "უშბაში" ხალხი წლებია ცხოვრობს და შეიძლება არც კი იციან, რომ იმ ადგილის ერთი მფლობელი მეორემ ჩაანაცვლა. უგულავა რეგულარულად მთხოვდა სააკაშვილის სახელით ხალხი იქიდან გამეყარა ძალისმიერი მეთოდით, ვინაიდან მიშას აღიზიანებდა უსახური და ლტოლვილებით გამოჭედილი შენობა. რასაკვირველია, მე უგულავასა და სააკაშვილის ეს ახირება არ შევასრულე", - აცხადებს კალაძე (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).