"უგულავას ნერვებმა უმტყუნა"
03-03-2014
გიგი უგულავას მტკიცებით, ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც კახი კალაძე მიხეილ სააკაშვილის მტერი გახდა ის არის, რომ ნახევარ ფასში მიწების მიყიდვაზე უარი უთხრეს.

"თუ დღეს სადმე არის დევნილებისთვის დაუკანონებელი სახლი სწორედ კალაძის საკუთრებაა. თუ დღეს სადმე ყველაზე ცუდად ცხოვრობენ დევნილები, ეს სასტუმრო "უშბაა". მას საკმაოდ დიდი ქონება აქვს იმისთვის, რომ ან დევნილებს მისცეს, ან სხვაგან გადაიყვანოს ისინი", - განაცხადა უგულავამ. კახი კალაძის თქმით, სააკაშვილი და უგულავა სასტუმრო "უშბაში" შესახლებული ლტოლვილების "გამოყრას" სთხოვდნენ,
თუმცა ეს არ შეასრულა. "არ ღირს უგულავასთვის პასუხის გაცემა, ვინაიდან ადამიანურად მესმის მისი,– მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს და ცხადია, ცდილობს რაღაცას მოეჭიდოს, რაღაცაზე ყურადღება გადაიტანოს... ნერვებმაც უმტყუნა... "უშბაში" ხალხი წლებია ცხოვრობს და შეიძლება არც კი იციან, რომ იმ ადგილის ერთი მფლობელი მეორემ ჩაანაცვლა. უგულავა რეგულარულად
მთხოვდა სააკაშვილის სახელით ხალხი იქიდან გამეყარა ძალისმიერი მეთოდით, ვინაიდან მიშას აღიზიანებდა უსახური და ლტოლვილებით გამოჭედილი შენობა. რასაკვირველია, მე უგულავასა და სააკაშვილის ეს ახირება არ შევასრულე", - აცხადებს კალაძე (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

ana
05 მარტი 2014 05:33
აბა ხაიშს რატომ ტბორავ=?ტუ ასე გეცოდება და გიყვარს საქარტველო და ქარტველები??ტუ სულიტ ასეტი დზლიერი ხარ??მოდი და დღესაც ქენი სიკეტე და წადი ინვესტორის წინააღმდეგ და სხვა ფორმიტ გააკეტე სახელმწიფო ბიუჯეტის შამოსავლის ზრდა..

რედაქტორის რჩევით