მარგველაშვილის ვიზიტი სომხეთში
03-03-2014
მარგველაშვილის ვიზიტი სომხეთში
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა. ერევანში მარგველაშვილი თავის სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს შეხვდა.  "ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც შეიძლება მხოლოდ გაღრმავდეს და პოზიტიურად შეიცვალოს", - განაცხადა მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-საც შეხვდა. პრეზიდენტთან საუბრისას სომხეთის პატრიარქმა მადლიერება გამოხატა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც სომხური ეკლესიის  კუთვნილი კულტურული ძეგლების რესტავრაცია დააფინანსა და ამისათვის თანხა საკუთარი "ქართუ" ფონდიდან გამოყო. გიორგი მარგველაშვილს სომხეთის პატრიარქმა საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი
გადასცა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა ხარების სურათი უსახსოვრა. შემდგომ პრეზიდენტი რობერტ აბრამიანის ოჯახს ესტუმრა.  აბრამიანი მარგველაშვილმა 1987 წელს ქუჩაში შემთხვევით გაიცნო, მაშინ იგი  სამხედრო ნაწილში მსახურობდა. "6 თვე საკუთარი შვილივით მივლიდა... სომხეთში ჩასულს, არ შემეძლო, იქ არ მივსულიყავი და მისი ოჯახი არ მენახა", - აღნიშნა მარგველაშვილმა
(სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით