წმინდა ნაწილები სამებაში რამდენიმე კვირით დარჩება
03-03-2014
წმინდა ნაწილები სამებაში რამდენიმე კვირით დარჩება
ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში კიდევ რამდენიმე კვირით დარჩება. ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ მომლოცველთა სიმრავლის გამო მიიღო. "ვითვალისწინებთ რა ხალხის უდიდეს სურვილს მამა გაბრიელის ნეშტთან მიახლებისა და კიდევ იმ მდგომარეობას, რომ მრევლი რამდენიმესაათიანი რიგში დგომის შემდეგაც ვერ ახერხებს ეკლესიაში შესვლას, საპატრიარქომ გადაწყვიტა, ღირსი მამა გაბრიელ სალოსი (ურგებაძე) კიდევ რამდენიმე კვირით დატოვოს დასვენებული სამების საკათედრო ტაძარში, რათა ხალხს თავისუფლად მისვლის შესაძლებლობა ჰქონდეს", - განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია
გვაზავამ. სვეტიცხოვლიდან სამების საკათედრო ტაძარში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები 24 თებერვალს გადაასვენეს. პროცესიას უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამების შესასვლელში დახვდა. პარაკლისი  თავად უწმინდესმა გადაიხადა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით