წმინდა ნაწილები სამებაში რამდენიმე კვირით დარჩება - კვირის პალიტრა

წმინდა ნაწილები სამებაში რამდენიმე კვირით დარჩება

ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში კიდევ რამდენიმე კვირით დარჩება. ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ მომლოცველთა სიმრავლის გამო მიიღო. "ვითვალისწინებთ რა ხალხის უდიდეს სურვილს მამა გაბრიელის ნეშტთან მიახლებისა და კიდევ იმ მდგომარეობას, რომ მრევლი რამდენიმესაათიანი რიგში დგომის შემდეგაც ვერ ახერხებს ეკლესიაში შესვლას, საპატრიარქომ გადაწყვიტა, ღირსი მამა გაბრიელ სალოსი (ურგებაძე) კიდევ რამდენიმე კვირით დატოვოს დასვენებული სამების საკათედრო ტაძარში, რათა ხალხს თავისუფლად მისვლის შესაძლებლობა ჰქონდეს", - განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ. სვეტიცხოვლიდან სამების საკათედრო ტაძარში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები 24 თებერვალს გადაასვენეს. პროცესიას უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამების შესასვლელში დახვდა. პარაკლისი  თავად უწმინდესმა გადაიხადა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).