საქართველო უუნარო სახელმწიფოთა სიაშია (!) - კვირის პალიტრა

საქართველო უუნარო სახელმწიფოთა სიაშია (!)

მშვიდობის ფონდის მიერ შედგენილ უუნარო სახელმწიფოთა სიაში საქართველო ე.წ. ლიდერების, ანუ წითელ ზონაში მოხვდა. აღმოჩნდა, რომ

საქართველოს ზიმბაბვესა და მსგავსი დაბალგანვითარებული სახელმწიფოების შემდეგ 33-ე ადგილი უკავია. ჩვენზე შედარებით უკეთესი პოზიცია აქვთ ტაჯიკეთსა და ნიკარაგუას. კიდევ უკეთესი სტატუსი აქვს მეზობელ სომხეთს, რომელიც უუნაროთა 177 სახელმწიფოიან სიაში 101-ე ადგილზე აღმოჩნდა.