"ეს საფრთხეს უქმნის უკრაინის მთლიანობას" - კვირის პალიტრა

"ეს საფრთხეს უქმნის უკრაინის მთლიანობას"

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უაღრესად საშიშად განვითარდა ყირიმში მოვლენები: "რუსეთის ფედერაციის მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე პასპორტების დარიგება, ასევე გადაწყვეტილება, შეიარაღებული ძალებით დაიცვან უკრაინაში მცხოვრები "თანამემამულეები", წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, რაც ეწინააღმდეგება გაეროსა და ეუთოს ფუძემდებლურ დოკუმენტებს, უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის საბაზისო პრინციპებს და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. დაუშვებელია, სახელმწიფოთა ბედი, მათი მომავალი და ტერიტორიული მთლიანობა წყდებოდეს უცხო სახელმწიფოს ზეწოლითა და ძალისმიერი ჩარევით. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვას ახალი კონფლიქტი ევროპაში და გამოიყენოს ხელთ არსებული საშუალებები, რათა თავიდან აცილებულ იქნეს შესაძლო აგრესია და შენარჩუნდეს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა"".