რუსეთის მორიგი გამოწვევა
03-03-2014
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით,  დღეს დემოკრატიულმა სამყარომ რუსეთისგან მორიგი გამოწვევა მიიღო. "საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფით რუსეთი სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ატარებს. “იმედია, აშშ, ევროკავშირი და მთელი დემოკრატიული მსოფლიო შეძლებს იმას, რაც ვერ მოხერხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში და არ დაუშვებს რუსეთის აგრესიას მეზობელ სახელმწიფოში. დარწმუნებული ვარ, ამ მძიმე მომენტში საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ლიდერი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და ყველაფერს გააკეთებს  როგორც უკრაინელი
ხალხის მხარდასაჭერად, ისე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად"", - ნათქვამია  უსუფაშვილის განცხადებაში.


ana
05 მარტი 2014 05:38
ხოდა ტქვენც რაღა გიჭირტ,გაუშვიტ აფრიკაში რამდენიმე ბატალიონი, და როცა საქარტველოს რუსეტი მცხეტას მოადგება ვასაპიტ გაუგზავნეტ წერილი ევრო კავშირს დაგვახმარე აფრიკელი ჯარისკაცებიტქოო..ასე ჯობს აბა არა..

რედაქტორის რჩევით