ლეიბორისტთა" მიმართვას ოპოზიციურმა პარტიებმაც მოაწერეს ხელი - კვირის პალიტრა

ლეიბორისტთა" მიმართვას ოპოზიციურმა პარტიებმაც მოაწერეს ხელი

საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარებასთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი

"ლეიბორისტების" მიმართვას, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

როგორც "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა " განაცხადა, პარტიებთან წინასწარი კონსულტაციებისას მიღწეული შეთანხმების მიხედვით, პან გი მუნისადმი მიმართვას საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალა შეუერთდება. მათ შორის "ალიანსი საქართველოსთვის", "საქართველოს გზა", "დემოკრატიული "მოძრაობა თეთრები",  "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "თავისუფლება", "საქართველოს გზა", " "ეროვნული ფორუმი", "კონსერვატიული პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "სოციალ- დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს განვითარებისთვის", "ქალთა პარტია", "ქართული დასი", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "ჩვენი საქართველო  - თავისუფალი დემოკრატები" და "ხალხის პარტია", აგრეთვე "დაიცავი საქართველო", პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები გია ცაგარეიშვილი და კარლო კოპალიანი.

შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა, დოკუმენტი ხელმოწერის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გადაეგზავნა.