პენსიები თანაბრად უნდა გაიზარდოს - კვირის პალიტრა

პენსიები თანაბრად უნდა გაიზარდოს

გავრცელებულ ინფორმაციას პენსიების მხოლოდ თბილისში გაზრდის შესახებ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია გამოეხმაურა. "მოძრაობა სამართლიანი

საქართველოსთვის" 2010 წლიდან პენსიების მხოლოდ თბილისში გაზრდას უსამართლოდ მიიჩნევს.

"მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, პენსიონერი თბილისში ცხოვრობს თუ, მაგალითად, ბაღდათში. თუ პენსია გაიზრდება თბილისში, მაშინ საქართველოს ყველა რეგიონში უნდა გაიზარდოს", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ პარტიის თბილისის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.