სპირტის ცისტერნის აფეთქებას ერთი კაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სპირტის ცისტერნის აფეთქებას ერთი კაცი ემსხვერპლა

28 დეკემბერს, კახეთის გზატკეცილზე, ლილოს ბაზრობასთან,  შპს "ძმები ასკანელების" ღვინის ქარხანაში აფეთქება მოხდა. 20-ტონიანი სპირტისრეზერვუარის აფეთქების შედეგად დაიღუპა ქარხნის მექანიკოსი, 37 წლის სპარტაკ ჭივრაძე. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

სპირტის რეზერვუარის აფეთქებას მოჰყვა ხანძარი, რომელიც 200 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.