"ღორის გრიპის" კიდევ ერთი მსხვერპლი - კვირის პალიტრა

"ღორის გრიპის" კიდევ ერთი მსხვერპლი

ქუთაისში ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 31 წლის დავით სულაქველიძე ღორის გრიპის დიაგნოზით ქუთაისის სამხარეო

კლინიკურ საავადმყოფოში 22 დეკემბერს მოათავსეს. პაციენტი პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით  გარდაიცვალა. აღნიშნული დიაგნოზით, ქუთაისში ბოლო 2 კვირის განმავლობაში 5 მოქალაქე გარდაიცვალა, მათ შორის - 2 ფეხმძიმე ქალი.

სულ საქართველოში H1N1 ვირუსით გარდაცვალების 10 შემთხვევა დაფიქსირდა.