6 მარტს, მესტიის რაიონის სოფელ უშგულთან ზვავში უცხოელი ტურისტები მოყვნენ. დაიღუპა ორი ფრანგი და ორი გერმანელი ტურისტი. მაშველებმა ერთი ფრანგი ტურისტის გადარჩენა შეძლეს, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.