დაპირისპირება ღურტაში - კვირის პალიტრა

დაპირისპირება ღურტაში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის თანამშრომლებს იმ ტერიტორიის დათვალიერების საშუალებას არ აძლევდა, სადაც ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს. ადგილობრივებმა მორიგეობა დააწესეს და ჰესის სამშენებლო სამუშაოს დასაწყებად მთავრობას იქ ტექნიკის შეყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ გზა გახსნეს და მთავრობის წევრებს ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ.  იქაურები აცხადებდნენ, რომ პოლიციამ ისინი დაარბია და აქციის ზოგიერთი მონაწილის დაკავებასაც ცდილობდა. მთავრობის წარმომადგენლების მტკიცებით, სამართალდამცველები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ. მათივე თქმით, ადგილობრივებს არარეალური მოთხოვნები აქვთ და ჰესის მშენებლობაზე დათანხმების სანაცვლოდ,  ბათუმში მათთვის ბინების შეძენას ითხოვდნენ.