კეზერაშვილს ანგარიშები დაუყადაღეს - კვირის პალიტრა

კეზერაშვილს ანგარიშები დაუყადაღეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონტრაბანდული გზით სპირტის რეალიზაციის საქმეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრის მონაკოში არსებულ ანგარიშებს ყადაღა დაედო. დაყადაღებულია 7 400 000 დოლარზე მეტი თანხა. შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს საფრანგეთის ექს-ან-პროვანსის სასამართლომ კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.