ოქრუაშვილს გორის მერობა სურს - კვირის პალიტრა

ოქრუაშვილს გორის მერობა სურს

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ გორის მერად სურს კენჭისყრა, თუმცა აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პირებთან დაკავშირებით ახალი ნორმა, რომლითაც გორის მერად კენჭისყრა ეკრძალება, პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" პირადად მის გამო დაამტკიცა. "167-ე მუხლის მე-2 პუნქტში ჩაწერეს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საარჩევნო ასაკის მქონე მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც, მათ შორის უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. ეს "უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში" მეხება მხოლოდ მე", - აღნიშნა ოქრუაშვილმა. თუმცა მისი თქმით, შეეცდება, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ოქრუაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ დღეს გორი კლანების მეშვეობით იმართება: "ქალაქის მამები - ვინც ქალაქს მართავენ, არიან "კარაქა", "ჟანგიანი", "კულა", "კოხტა" და ა.შ. ისინი ხრავენ ყველაფერს, რაც არ უნდა იხვრებოდეს."