"ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!" - კვირის პალიტრა

"ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!"

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია - "ეს შენ გეხება" იწყება. არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა განახლებული კამპანიის შესახებ 6 მარტს განაცხადა. კამპანიის სლოგანია - "ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!" "გასული წლების განმავლობაში დამკვიდრდა ძალიან ცუდი პრაქტიკა შს სამინისტროს მხრიდან, დაამონტაჟეს ე.წ. შავი ყუთები მობილური ოპერატორების ოფისებში. არჩევნების შემდეგ გვქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამ საკითხს გადახედავდა, ვგულისხმობ მიყურადებასა და თვალთვალს. სამწუხაროდ, წინ ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა. სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ მოუსმინონ 21 000 ადამიანს და ამის არანაირი მონიტორინგის მექანიზმი და რეგულაცია არ არსებობს, კანონმდებლობა არ არის დახვეწილი", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური. შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ კი განაცხადა, რომ საქართველოში უკანონო მოსმენები არ ხორციელდება (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).