გეგუთის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

გეგუთის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

გეგუთის ციხეში პატიმარი გიგა ფარტენაძე გარდაცვლილი იპოვეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ფარტენაძე პატიმრების დაპირისპირებას შეეწირა. "დაშვებულია შეცდომები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც, შესაძლებელი იქნებოდა ამ დანაშაულის თავიდან აცილება, დანაშაულის, რომელიც დამთავრდა მძიმე ტრაგედიით - ახალგაზრდა კაცის მკვლელობით. ციხის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. მოვალეობას ასრულებს მოადგილე. პასუხისმგებლობა, სავარაუდოდ, დადგება და არაერთი ადამიანისა, ოღონდ არ გავუსწრებ წინ გამოძიებას", - აღნიშნა პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა.(ვრცლად იხ. გვ 5)