ღარიბაშვილი უკრაინის ხელისუფლებას აფრთხილებს - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილი უკრაინის ხელისუფლებას აფრთხილებს

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს "ავანტიურისტს" უწოდებს და უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას "მეგობრულად აფრთხილებს", მის რჩევებს "ნაკლებად დაუჯერონ".

"გაოცებული ვარ, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება საერთოდ როგორ ესაუბრება მიხეილ სააკაშვილს?! მითხრეს, რომ მრჩევლად ჰყავთ მიწვეული. არ მინდა მათ საქმეში ჩავერიო, მაგრამ, როცა უშიშროების მინისტრი რჩევებს ეკითხება მას, ვფიქრობ, ეს მძიმე შეცდომაა, რადგან სააკაშვილმა თავიდან ვერ აიცილა 2008 წლის ომი, პროვოკაციას წამოეგო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. როცა კრიზისულ ვითარებაში ასეთი ავანტიურისტი გყავს მრჩევლად, ესაა დიდი შეცდომა. სააკაშვილი მარტო არ ჩასულა იქ. როგორც მეუბნებიან, ჩაყვანილი ჰყავს ბიძა, რომელსაც საინტერესო წარსული აქვს, რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობის კუთხით. ჩემი ინფორმაციით, ის კგბ-ს ყოფილი პოლკოვნიკია და "ყოფილები" არ არსებობენ მაგ სფეროში. მეგობრულად ვურჩევდი ამ ადამიანებს, ნაკლებად ენდონ მიხეილ სააკაშვილის რჩევებს, რადგან არ მჯერა, რომ ის სასარგებლო რჩევებს აძლევს მათ. ამ ადამიანმა საკუთარი ხალხისთვისაც კი ვერ შეძლო სასარგებლო საქმის გაკეთება", - განაცხადა ღარიბაშვილმა (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).