ღარიბაშვილი უკრაინის ხელისუფლებას აფრთხილებს
10-03-2014
ღარიბაშვილი უკრაინის ხელისუფლებას აფრთხილებს
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს "ავანტიურისტს" უწოდებს და უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას "მეგობრულად აფრთხილებს", მის რჩევებს "ნაკლებად დაუჯერონ".

"გაოცებული ვარ, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება საერთოდ როგორ ესაუბრება მიხეილ სააკაშვილს?! მითხრეს, რომ მრჩევლად ჰყავთ მიწვეული. არ მინდა მათ საქმეში ჩავერიო, მაგრამ, როცა უშიშროების მინისტრი რჩევებს ეკითხება მას, ვფიქრობ, ეს მძიმე შეცდომაა, რადგან სააკაშვილმა თავიდან ვერ აიცილა 2008 წლის ომი, პროვოკაციას წამოეგო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. როცა კრიზისულ ვითარებაში ასეთი
ავანტიურისტი გყავს მრჩევლად, ესაა დიდი შეცდომა. სააკაშვილი მარტო არ ჩასულა იქ. როგორც მეუბნებიან, ჩაყვანილი ჰყავს ბიძა, რომელსაც საინტერესო წარსული აქვს, რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობის კუთხით. ჩემი ინფორმაციით, ის კგბ-ს ყოფილი პოლკოვნიკია და "ყოფილები" არ არსებობენ მაგ სფეროში. მეგობრულად ვურჩევდი ამ ადამიანებს, ნაკლებად ენდონ მიხეილ სააკაშვილის რჩევებს,
რადგან არ მჯერა, რომ ის სასარგებლო რჩევებს აძლევს მათ. ამ ადამიანმა საკუთარი ხალხისთვისაც კი ვერ შეძლო სასარგებლო საქმის გაკეთება", - განაცხადა ღარიბაშვილმა (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).

ana
15 მარტი 2014 03:39
სააკაშვილის რჩევებს ტუ უკრაინა აყვა,მაშინ დაუსრულებიატ ყველაფერი..მაგრამ ჩვენ რა გვეშველება ამდენ შეცდომებს და არა სწორ ნაბიჟებს რომ ვდგამტ''? ისინი წავიდნენ ,თქვენ რა გააკეთეთ მატგან განსხვავებული?ორი წელი გავიდა გავა 5 იც მერე იტყვიტ დრო არ გვეყოო. მაგარ რაში არ გყოფნიტ დრო? 17 წუტიან საქმის განხილვაში? სამარცხვინო პროკურორი რომ არ გვყავდეს??იმაში რომ ენერგეტიკის მინისტრმა ხაიში რომ დატბორორს??იმაში რომ გაიხსნას ამდენი გაუხსნელი საქმეები? იმაში რომ შვილ მკვდარ მამას გზა რომ არ გადაკეტოს სამარტალი ისე ვერ უნდა იპოვოს?? იმაში რომ მოუმზადებლები გადიხარტ ,ან არ იციტ არაფერი ,რას გავდა საფრანგეტშI ტქვენი გამოსვლა??ტქვენმა უნიატობამ კეზერაშვილი ტავისუფალი დატოვა..რად უნდა უკრაინას გაფრტხილება, საქარტველოს ,და ხალხის წინაშე რომ სააკაშვილი დამნაშავეა ,, რად არ დააკავებტ??რად არ აცხადებტ ინტერპოლიტ ძებნას?? რა გაშინებთ??რა არის აქ ტყუილი??რას ელოდებიტ?დარჩენილ საქარტველოს მიწების გაყიდვას?? გავრეკეტ ბარემ სტამბულის ,,გურჯების ,,ბაზარზე და ისე გგვყიდეტ..ტუმცა რა მნიშვნელი აქვს ადგილზე ყიდვა არ ჯობს ,ბაჟის გადახდას....სხვის გაფრტხილებას და რჩევების მიცემას ჯობს ტქვენსას მიხედოტ..ისისნი არც ეგეტი შტერები არიან..

რედაქტორის რჩევით