პარლამენტის რეზოლუცია - კვირის პალიტრა

პარლამენტის რეზოლუცია

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს პარლამენტმა 74 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, რეზოლუცია მიიღო. პარლამენტი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს და მიმართავს საქართველოს მთავრობას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით უკრაინაში დაგეგმილ სამშვიდობო, სადამკვირვებლო და ჰუმანიტარულ მისიებში.

რეზოლუციის თანახმად, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული აგრესიული ქმედებები, მათ შორის, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო შენაერთების გამოყენება ორმხრივი ხელშეკრულების პირობების დარღვევით და ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მუქარა სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსა და მთელ ევროპას. ამასთან, კენჭისყრაში უმცირესობას მონაწილეობა არ მიუღია, რადგან "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.