ფულეს ვიზიტი - კვირის პალიტრა

ფულეს ვიზიტი

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, შტეფან ფულეს განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერასაც ქართული მხარე უახლოეს თვეებში გეგმავს, მეტია, ვიდრე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. "ის ქართველ საზოგადოებაში მოიტანს ევროპულ მთავარ ფასეულობებს - ურთიერთპატივისცემას, ტოლერანტობასა და კანონის უზენაესობას, პროგნოზირებულობასა და თანამიმდევრობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასოცირების ხელშეკრულება მოიტანს ცხოვრების უფრო მაღალ ხარისხს ყველა ქართველისთვის. მოკლედ, ეს ხელშეკრულება არის ინვესტირება საქართველოს მომავალში", - აღნიშნა შტეფან ფულემ. მისივე თქმით, შიში, რომ ასოცირების ხელშეკრულება ქართული ეკონომიკის სექტორებს გაანადგურებს, არასწორია.  ასოცირების ხელშეკრულება ქართულ ბიზნესს მისცემს საშუალებას, გავიდეს მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე. "ამბობენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას. ხელშეკრულებაში ასეთი არაფერია და ამგვარი კანონის მიღების ვალდებულება საქართველოს წინაშე არ დგას", - განაცხადა ფულემ (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).