ფულეს ვიზიტი
10-03-2014
ფულეს ვიზიტი
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, შტეფან ფულეს განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერასაც ქართული მხარე უახლოეს თვეებში გეგმავს, მეტია, ვიდრე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. "ის ქართველ საზოგადოებაში მოიტანს ევროპულ მთავარ ფასეულობებს - ურთიერთპატივისცემას, ტოლერანტობასა და კანონის უზენაესობას, პროგნოზირებულობასა და თანამიმდევრობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასოცირების ხელშეკრულება მოიტანს ცხოვრების უფრო მაღალ ხარისხს ყველა ქართველისთვის. მოკლედ, ეს ხელშეკრულება არის ინვესტირება საქართველოს მომავალში", - აღნიშნა შტეფან ფულემ. მისივე თქმით, შიში, რომ ასოცირების ხელშეკრულება ქართული ეკონომიკის
სექტორებს გაანადგურებს, არასწორია.  ასოცირების ხელშეკრულება ქართულ ბიზნესს მისცემს საშუალებას, გავიდეს მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე. "ამბობენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას. ხელშეკრულებაში ასეთი არაფერია და ამგვარი კანონის მიღების ვალდებულება საქართველოს წინაშე არ დგას", - განაცხადა ფულემ (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).


ana
12 მარტი 2014 04:11
ვიდრე ევროკავშირის უმაღლესი კომისარი განმარტავს ტუ რას ნიშნავს ევროკავშირტან ასოცირების ხელშეკრულება ,გაიხსენეტ ერტი წლის წინ გამოქვეყნებული მასალები განატლების საკიტხში რა რცჰევებს იძლეოდა ევროპა,ასევე ოჯახებში შვილების აღზრდის საკიტხს როგორ განმარტავდნენ და ცდილობდნენ და მგონი კიდეც ეცდებიან ,ჩვენი ბედოვლატი მტავრობის ხელში ტავს მოგვახვიამ პროევროპული კანონები მზარდების საკიტხში ,რომელმაც და რის გამოც მტელს ევროპაში საგანგაშო მდგომარეობა აქვტ..ჩვენტან არავინ მოდის რომდაგვიდგეს გვერდში,აი რომ მიიტვისონ წაგღვლიტონ და ქარტველები გადაგვაგვარონ,რაც კარგად გამოსდიტ.,ამისტვის კი მზად არიან..

რედაქტორის რჩევით