"მე დარწმუნება არ მჭირდება"
10-03-2014
"მე დარწმუნება არ მჭირდება"
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, შტეფან ფულეს შეხვდა. პატრიარქთან შეხვედრამდე ფულემ განაცხადა: "ვხვდები საქართველოს პატრიარქს და ევროკავშირის სახელით დავარწმუნებ მას, რომ არავითარი განზრახვა საქართველოს ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არ გვაქვს". შეხვედრისას უწმინდესმა ფულეს მიმართა: "მე დარწმუნება არ მჭირდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იდეა განხორციელდეს"
(სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით