თარგამაძე პოლიტიკიდან წავიდა
17-03-2014
გიორგი თარგამაძემ  "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი დატოვა და აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღო. თარგამაძის განმარტებით, ის საზოგადოებრივ ასპარეზზე რჩება. პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი ახვლედიანი შეასრულებს. თარგამაძემ არ გამორიცხა, რომ "ქრისტიან-დემოკრატებმა" და ნინო ბურჯანაძის პარტიამ კოალიცია შექმნან. "მე მხარს ვუჭერ, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ორგანიზაციების პოლიტიკური, ადამიანური, თუნდაც ფინანსური რესურსები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. მოხდეს მათი
კონსოლიდირება საიმისოდ, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ძლიერი მეორე და არა მესამე არჩევანი", - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
irakli
18 მარტი 2014 23:57
,,თარგამაძე ჯერ ხელიდან წავიდა ,მერე პოლიტიკიდან..
ასე უფრო სწორი იქნებოდა.

რედაქტორის რჩევით