როლანდ ახალაიას საქმე - კვირის პალიტრა

როლანდ ახალაიას საქმე

მთავარმა პროკურატურამ დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, როლანდ ახალაიამ 2009 წელს მოქალაქეებს საპროცესო გაფორმების სანაცვლოდ, ფული გადაარიცხვინა (შესაბამისად, 150 ათასი და 60 ათასი ლარი) თავისი ახლობელი ბიზნესმენის, სერიოჟა გვარამიას კომპანია "სანის" ანგარიშზე. როლანდ ახალაიამ კი განაცხადა, რომ ამ ფულით განმუხურში პატრიარქისთვის ოდა უნდა აშენებულიყო. ახალაიას განცხადებას საპატრიარქო გამოეხმაურა: "საერთოდ, ყველა ეპარქიას უნდა ჰქონდეს საეპისკოპოსო რეზიდენცია, ანუ ეპარქიის სამმართველო ცენტრალური ადგილი. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას კი ასეთი ცენტრი არ ჰქონდა (და დღემდე არ გააჩნია). ამიტომაც 2009 წელს ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის სტუმრობის დროს დაისვა ეს საკითხი და ბატონმა როლანდმა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, გამოთქვა მზადყოფნა, ზუგდიდში - საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი (როგორც დე ფაქტო სასაზღვრო ზოლში), სახლის აშენების შესახებ. თუმცა ეს არ განხორციელებულა და რეალური ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).