კვერცხების აქცია - კვირის პალიტრა

კვერცხების აქცია

კულტურის სამინისტრომ კომპანია RMG gold-ს საყდრისში სამუშაოს განახლების ნებართვა მისცა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარე ნიკა ანთიძის თქმით, დადგინდა, რომ საყდრის-ყაჩაღიანში ოქროს უძველესი მაღაროს არსებობა არ დასტურდება. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა აღშფოთება გამოიწვია. სტუდენტებმა კულტურის სამინისტროსთან აქციაც გამართეს და სიმბოლურად 30 კვერცხი მიიტანეს იმის ნიშნად, რომ საყდრისის უძველესი მაღარო ხელისუფლებამ გაყიდა. საყდრისს 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა და უძველეს ოქროს მაღაროდ მიიჩნეოდა. 5 ივლისს კი კულტურის მინისტრმა მას მხოლოდ არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მიანიჭა, თუმცა 1-ელ ოქტომბერს ეს სტატუსიც მოეხსნა.