ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ - კვირის პალიტრა

ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ

ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და სრულად ძალაში შესვლამდე მისი დროებით ამოქმედების წინადადებით მიმართა: "ყველა ვალდებულება, რომლებიც გვეკისრებოდა ასოცირების ხელშეკრულების მომზადებისთვის, ჩვენ შესრულებული გვაქვს. შესაბამისად, რასაკვირველია, მივესალმებით, რომ ევროკავშირი მზად არის, ხელშეკრულება  დროებით აამოქმედოს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას მიმდინარე წლის აგვისტოში გეგმავს.